„სიტყვიდან სიტყვამდე“ - ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, ყვარლის N2 სკოლის „წიგნის კლუბის” მოსწავლეებმა ბრწყინვალე ლიტერატურული პროექტი წარადგინეს
12-06-2026

11 ივნისს, ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დარბაზში გაიმართა ქართველ მთარგმნელთა საქმიანობისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის მიზანი იყო ქართული მთარგმნელობითი ტრადიციის გაცნობა და ახალგაზრდებში მსოფლიო ლიტერატურის გამორჩეული ნიმუშების პოპულარიზაცია.

სკოლის „წიგნის კლუბის” წევრებმა, რომლის ხელმძღვანელიც გახლავთ  ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მზია ბაიდოშვილი, საზოგადოების წინაშე წარადგინეს ბრწყინვალე შემეცნებითი, ლიტერატურული პროექტი - „სიტყვიდან  სიტყვამდე“. 

მოეხსენება საზოგადოებას, რომ ქართული მთარგმნელობითი სკოლის სათავეებთან დგას  ჯერ კიდევ შუა საუკუნეების ეპოქა, როდესაც ბიბლიური ტექსტების, ფილოსოფიური ნაშრომებისა და სხვათა გადმოქართულება გახდა ეროვნული აზროვნების ნაწილი.

პროექტი გახლდათ ძალიან საინტერესო თავისი ეროვნული მოტივებით, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ლიტერატურული და მთარგმნელობითი ღვაწლის აღნიშვნით; შექსპირის სონეტებით დამშვენებული და ინსცენირებით „რომეო და ჯულიეტას” ტრფიალიდან (რომეო - იასე უძილაური, ხოლო ჯულიეტა - ნინო ონოფრიშვილი); თარგმნის ისტორიით: შუა და  მე-19, მე-20 საუკუნეები; წარმოადგინეს ექვთიმე თაყაიშვილი, მაჩაბელი, შექსპირის სონეტები, ოფელია; წერედიანი -  ვიიონი, „დიდი ანდერძი“; გრიგოლ აბაშიძე - პეტეფი, „ვარდი ხარ“;  გეგეჭკორი - ბოდლერი, კოტეტიშვილი - ხაიამი, რობაიები; უორდროპები - „ვეფხისტყაოსანი“; ბაირონი და საქართველო; ოთარ ჭილაძე - ბაირონი; ხომერიკი- სოფოკლე "ანტიგონე", ვაჟა - ედგარ ალან პო და სხვები.

„ამ დიდებულ პროექტში უცხო ენების კათედრამაც მიიღო მონაწილეობა. ჩემს პროფესიულ საგანს შევეხები (რუსული ენა): ისაუბრეს ოთარ ცისკაძეზე, ქართველი მთარგმნელი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უცხოურ პოეზიასა და კლასიკური ლიტერატურის ქართულად შეცნობას. მისი საქმიანობა განსაკუთრებით ფასდება პოეზიის მოყვარულთათვის.

მის თარგმანებს შორისაა უილიამ შექსპირის სონეტები და სხვა კლასიკური დასავლური პოეტების ტექსტები, რომლებიც წარდგენილია ქართულ ენაზე სხვადასხვა პლატფორმაზე და ჟურნალებში. რუსული პოეზიიდან მას ნათარგმნი აქვს ანა ახმატოვას, ალექსანდრე პუშკინის, მარინა ცვეტაევას, მიხეილ ლერმონტოვის, ალექსანდრე ბლოკის, ოსიპ მანდელშტამის, ტატიანა სნეჟინას, სერგეი ესენინის, იოსებ ბროდსკის, ათანასე ფეტის, თედორე ტიუტჩევის, ნიკოლაი ზაბოლოცკის, ბორის პასტერნაკის, ბულატ ოკუჯავას ლექსები;  პაოლო იაშვილზე, რომელმაც თარგმნა ალექსანდრე პუშკინის პოეზია და მის მიერ ნათარგმნი ლექსი ქართულად მხატვრული ოსტატობით წარმოადგინა იასე უძილაურმა, ხოლო პუშკინის პორტრეტი შეასრულა მარიამ სიხარულიშვილმა; ასევე ქეთი შავგულიძემ წარმოადგინა შოთა ნიშნიანიძის მიერ ანდრეი ვოზნესენსკის  მიერ ნათარგმნი ლექსი „პარაბოლური ბალადა“, - განაცხადა რუსული ენის პედაგოგმა ეკატერინე ავაზაშვილმა.

სტუმართა შორის ბრძანდებოდნენ ყვარლელი  პოეტები: გიორგი ზუბიტაშვილი, ლია გიგიტაშვილი და იზოლდა იოსებიანი. პოეტმა ლია გიგიტაშვილმა (თამარელი) მკითხველთა კლუბს საჩუქრად გადასცა საავტორო პოეზიის კრებული „გამთენიის გზავნილები“.

სკოლის დირექტორმა, ქ-ნმა ლეილა  ქოჩორაშვილმა, მკითხველთა კლუბი დააჯილდოვა სიგელით -  „2025-2026 სასწავლო წელს აქტიური და წარმატებული საქმიანობისთვის"; ხოლო ქ - ნი მზია ბაიდოშვილი დააჯილდოვა სიგელით - „მოსწავლეთა მაღალი სულიერი და ინტელექტუალური ღირებულებების პიროვნებად ჩამოყალიბებაში გაწეული შრომისთვის“.

ვიდეო იხილეთ ბმულზე:
 
 
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203