ტანძიის საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა ზღაპრული „გამოსაშვები“
12-06-2026

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბა დადვანის სახელობის სოფელ ტანძიის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა სასკოლო ცხოვრების ოთხი წელიწადი ლამაზი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

ღონისძიებით, მოსწავლეებმა, ამ ოთხი წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა და უნარები შეაჯამეს და პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობნენ. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ, პირველ მასწავლებლებს მათ შრომასა და განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

ღონისძიების სტუმრებმა მოსწავლეებს მე-4 კლასის წარმატებით დამთავრება მიულოცეს და უსურვეს ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა, ასახელონ მასწავლებლები, სკოლა და ქვეყენა

გილოცავთ,

  • მურად ვალიევი
  • ცოტნე ქურდიანი
  • ნიაკო ბერიანი
  • ბარბარე ოთხვანი
  • ვაჰიდ ბაირამოვი
  • გაგა აბრამიშვილი
  • ჰუსეინ გაჯიევი
  • ჰაჯი ისმაილოვი
  • დავით ღვალაძე

დოდო მასწავლებლის (დოდო ბერიანი) „ძვირფასები“, ოთხწლიანი დედობრივი მზრუნველობის შემდეგ, „ოდნავ უფრო დიდობაში“, ზარ-ზეიმით, შებრძანებულები.

ჭკვიანები, ლამაზები, გულისხმიერები, ერთმანეთზე მზრუნველები და მოწესრიგებულები.

დოდო და ნინო მასწავლებლების (ნინო ვენჯელაშვილი) დიდი შრომით და ძალისხმევით, დღეს დღესასწაულიც თავადვე მოიწყვეს.

საზეიმოდ შემოსილნი, ტკბილხმიანი ქართულით გვიკითხავდნენ ლექსებს, გვიმღერდნენ და ინტელექტის გამოცდაც კი მოგვიწყვეს დარბაზს...

ბავშვებო, ასეთივე სიბეჯითით გევლოთ დანარჩენ კლასებშიც, ასევე გეზრუნოთ ერთმანეთზე... უღრუბლო ზეცა თქვენ და ჯანმაგრობა, მზიან საქართველოში“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსუსრვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203