
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა. პედაგოგები სწავლებისას მიმართავდნენ სხვადასხვა სასწავლო მეთოდსა და აქტივობას, წარმატებით მიაღწიეს ეროვნულ სასწავლო მიზნებს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.
აღსანიშნავია, მე-5ა კლასში ჩატარებული მეტად საინტერესო გაკვეთილი, სადაც პედაგოგმა „სწავლა კეთებით“ მეთოდს მიმართა.
მოსწავლეებმა შავი ზღვის თემაზე შექმნეს საინტერესო და შემოქმედებითი პოსტერი - „ზღვის სამყაროს მრავალფეროვნება“.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს, გაეცნენ შავ ზღვაში ბინადარ არსებებს, მათ მნიშვნელობასა და დაცვის აუცილებლობას.
მოსწავლეებმა დავალებას წარმატებით გაართვეს თავი, ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და პედაგოგი სიამაყით აავსეს.
„ჩემი აქტიური და მონდომებული მოსწავლეები“,- აღნიშნავს პედაგოგი და ახარებს მოსწავლეთა სასწავლო შემართება.
იხილეთ ფოტოები: