
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემის საჯარო სკოლიდან კიდევ ერთი ღირსეული თაობა გააცილეს და წარმატებისკენ სავალი გზა დაულოცეს.
სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
20 მაისს, სკოლის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებული და ემოციებით სავსე დღე იყო. გაიმართა „ბოლო ზარის“ ღონისძიება, რომელმაც სასიამოვნო მოგონებებისა და თბილი ემოციების გარშემო კიდევ ერთხელ გააერთიანა მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.
ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მთელმა სკოლამ მიულოცა და დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე საუკეთესო სურვილები გაატანა.
„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან ეტაპს და ვუსურვებთ წარმატებებს, მიზნების მიღწევასა და ბედნიერ მომავალს. გვჯერა, რომ მათ წინ ბევრი საინტერესო შესაძლებლობა და გამარჯვება ელით. წარმატებულ გზას გისურვებთ, ძვირფასო მოსწავლეებო!“,- აღინიშნა სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: