შუქრუთის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა ლამაზი გამოსაშვები ღონისძიება
12-06-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასის წარმატებით დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს. 

11 ივნისს, სკოლაში მე-4 კლასელთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა და არაერთი საზეიმო, შემოქმედებითი თუ საგანმანათლებლო ნომერი გააერთიანა. მოსწავლეებმა სასკოლო ცხოვრების წარმატებული და ნაყოფიერი წლები შეაჯამეს და წარმოაჩინეს, თუ რამდენი რამ ისწავლეს ამ ოთხი წლის განმავლობაში. 

ღონისძიება მხიარული ლექსებითა და სიმღერებით გაალამაზეს დაწყებითი საფეხურის სხვა მოსწავლეებმაც. ბოლოს კი ბავშვებმა წარმოადგინეს მწერალ ვასილ გულეურის ლექსის - „რწყილი და ჭიანჭვლა“ ინსცენირება, რომელმაც მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

ორგანიზტორები იყვნენ დაწყებითი კლასის მასწავლებლები - შორენა ლომიძე და მაკა ნეფარიძე. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა პედაგოგმა - მარინა შველიძემ.

პედაგოგებმა მიულოცეს ბავშვებს მე-4 კლასის წარმატებით დასრულება და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა და სასკოლო ცხოვრების გზის ღირსეულად გავლა უსურვეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203