
დედამიწა რომ ჩვენი საერთო სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
რაღა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედამიწის დღე. მოსწავლეები გარემოსდაცვით დღესასწაულს საინტერესო ეკოსაგანმანათლებლო აქტივობებით შეუერთდნენ.
მოსწავლეებმა (პედაგოგები: დ. კუჭუხიძე, ხ. ჩუბინიძე ნ. გაბადაძე) წარმოადგინეს საკუთარი ხელით შექმნილი მაკეტები, ისაუბრეს დედამიწის მნიშვნელობაზე, წაიკითხეს თემატური ლექსები და სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პლანეტის დაცვა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, აქტივობა მიზნად ისახავდა მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.
„მადლობა ჩემს საყვარელ მოსწავლეებს აქტიურობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება.
იხილეთ ფოტოები: