
ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ. მათ შორის, მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე.
აღსანიშნავია, ბიოლოგიაში ჩატარებული საჩვენებელი გაკვეთილი თემაზე - „ჯანმრთელობა და მავნე ჩვევები“, რომელიც მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გააზრებას ემსახურებოდა.
გაკვეთილს პედაგოგი ნინო მეშველიანი ხელმძღვანელობდა, რომელმაც ბავშვები არაერთ საინტერესო, სასწავლო-შემეცნებით აქტივობაში ჩართო, ბავშვებს მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი შესთავაზა და მომავალ თაობას კიდევ ერთხელ შეახსენა მავნე ჩვევების დამღუპველი გავლენა.
იხილეთ ფოტოები: