აზმანის საჯარო სკოლაში, ინგლისური ენის კვირეულის ფარგლებში, მრავალფეროვანი აქტივობები განცორციელდა 
12-06-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ.

ამის ნათელი მაგალითია, ინგლისური ენის კვირეულის ფარგლებში, ენის პოპულარიზაციის მიზნით, დაგეგმილი და განხორციელებული მრავალფეროვანი და აქტივობებით დახუნძლული სასწავლო პროცესი.

„იქიდან გამომდინარე, რომ სკოლა მცირეკონტიგენტიანია აქტივობები ისე დაიგეგმა რომ მორგებოდა ყველა კლასის დონეს და ძირითადად გაჯერებული იყო თამაშის ელემენტებით“,- გვიყვებიან სკოლაში. 

სასწავლო პროცესი მეტად საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა და მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

„მადლობა მოსწავლეებს აქტიურობისთვის, თანადგომისთვის, მხარდაჭერისა და მონაწილეობისთვის. რომ არა თქვენ, ისეთი არ გამოვიდოდა, როგორიც გამოვიდა“,- აღნიშნავს საგნის მასწავლებელი ფიქრია კურტანიძე და ახარებს მოსწავლეთა სასწავლო შემართება. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203