
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა.
4 ივნისს, სკოლაში პროექტი - „უცხოური ენის დღე“ განხორციელდა. პროექტს ხელმძღვანელობდა რუსული ენის მასწავლებელი ჟანარ კალაჩიანი.
პროექტში ასევე მონაწილეობდნენ წალკის მუნიციპალიტეტის დაბა თრიალეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები და მე-5, მე-7 კლასების მოსწავლეები
როგორც სკოლაში გვეუბნებიან პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა ინტერესის ამაღლება და რუსული ენის ლექსიკური მარაგის გამდიდრება, კომუნიკაციური უნარების განვითარება, გამომსახველობითი კითხვის უნარების განვითარება, რუსული ენის ცოდნის ამაღლება (მე-5-მე-9 კლასები), მოსწავლეების საპროექტო აქტივობების ასახვა.
მოსწავლეებმა პროექტზე დიდი ინტერესით იმუშავეს. პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა განხორციელდა, მათ შორის, ბავშვები ხალისით ჩაერთვნენ შემოქმედებით აქტივობებში, დახატეს, მასწავლებელთა აქტიური თანამშრომლობით, ინტერნეტში მოიძიეს ინფორმაცია.
სამაგალითო იყო მოსწავლეებისა და მასწავლებლის ურთიერთთანამშრომლობა.
პროექტის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები ერთმანეთის ინტერესებს გაეცნენ, ითამაშეს ფეხბურთი, მოინახულეს დაშბაშის კანიონი და საინტერესო და სახალისო დღე გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: