„ჩემი მომავალი პროფესია“ - ბეჟანოს საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
12-06-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან და ამ მიზნით ბავშვებს არაერთ საინტერესო ღონისძიებას თუ აქტივობას სთავაზობენ. 

ახლახან, VII კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, იურა იაილოიანის ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „ჩემი მომავალი პროფესია“.

მოსწავლეებმა ისაუბრეს სხვადასხვა პროფესიის შესახებ, წარმოადგინეს მათი თავისებურებები, მნიშვნელობა და საკუთარი სამომავლო მიზნები.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხის სესია, რომლის დროსაც მოსწავლეებმა უპასუხეს მასწავლებლებისა და დამსწრეების კითხვებს, რითაც წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა და ინტერესი არჩეული პროფესიების მიმართ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203