განძის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა სასკოლო ცხოვრების ოთხი წელიწადი ლამაზი ღონისძიებით შეაჯამეს
12-06-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა ნაყოფიერი ოთხი წელიწადი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

გაიმართა ლამაზი, ემოციური და დასამახსოვრებელი ღონისძიება სახელწოდებით - „დამშვიდობება დაწყებით სკოლასთან“.

ამ ოთხი წლის განმავლობაში, კლასის დამრიგებლის, არუსიაკ სირაკანიანის მზრუნველი ხელმძღვანელობით, პატარებმა ნაბიჯ-ნაბიჯ აღმოაჩინეს ცოდნის სამყარო, დღეს კი საგანმანათლებლო გზის პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი შეაჯამეს.

ღონისძიებამ თბილ და სადღესასწაულო ატმოსფეროში ჩაიარა. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ. იყო მხატვრული კითხვა და მადლიერების სიტყვები, რომლებიც მიეძღვნა სამშობლოს, სკოლასა და მათ საყვარელ მასწავლებლებს. წარმოადგინეს მუსიკალური და საცეკვაო ნომრები, რომლებმაც ყველა დამსწრეს ამაღლებული განწყობა აჩუქა.

ბავშვებმა ასევ გააცოცხლეს მოგონებები და ეპიზოდები სასკოლო ცხოვრებიდან.

კლასის დამრიგებელმა, არუსიაკ სირაკანიანმა თბილი სიტყვებით მიმართა მოსწავლეებს. მან მაღალი შეფასება მისცა ბავშვების შრომისმოყვარეობას და მადლობა გადაუხადა მშობლებს ამ წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.

მან აღსაზრდელებს გზა დაულოცა და გამორთხვა იმედი, რომ ისინი კვლავაც  გაამართლებენ მოლოდინებს და კიდევ უფრო ასწევენ სკოლის ავტორიტეტს.

„ეს ღონისძიება იყო როგორც დამშვიდობება ბავშვობის უდარდელ წლებთან, ისე მტკიცე ნაბიჯი უფრო დიდ და საპასუხისმგებლო სასწავლო ეტაპზე. სკოლის დირექციამ, პედაგოგიურმა კოლექტივმა და მშობლებმა ერთობლივად მიულოცეს მოსწავლეებს და უსურვეს ახალი წარმატებები, ულევი ენერგია და სწრაფვა ცოდნის ახალი მწვერვალებისკენ.

გზა დაგლოცოთ, საყვარელო მეოთხეკლასელებო!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203