ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასის წარმატებით დასრულება შთამბეჭდავად აღნიშნეს
12-06-2026

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა სასკოლო ცხოვრების ოთხი წელიწადი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

29 მაისს. მე-4 კლასის შემაჯამებელი გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ - გაიხსენეს განვლილი წლები, ასევე წარმატებით წარმოაჩინეს ამ წლების მანძილზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება და დიდი სიყვარულითა და გულთბილი სიტყვებით გამოემშვიდობნენ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს. 

ბავშვებისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა დამრიგებელთან - ამალო ასაბაშვილთან გამომშვიდობება. პირველმა მასწავლებელმა მოსწავლეებს გზა დაულოცა და უსურვა ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა, ასახელონ როგორც პედაგოგი, ისე სკოლა და ქვეყანა. 

„ეს იყო ყველასთვის ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი დღე“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

 იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203