ორჯის საჯარო სკოლის მე-2 და მე-3 კლასების მოსწავლეებისთვის საინტერესო სპორტული შეჯიბრი გაიმართა 
12-06-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

სულ ახლახან, მეორე და მესამე კლასებში, ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე, გაიმართა საინტერესო შეჯიბრი.

სპორტულ-გასართობ თამაშებში მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

მე-2- მე-3 კლასელებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

ღონისძიებას სპორტის მასწავლებელი ივეტტა პეტროსიანი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203