კინომუსიკის საღამო და მე-4 კლასელთა შთამბეჭდავი გამოსაშვები ღონისძიება თბილისის N39 საჯარო სკოლაში
11-06-2026

თბილისის N39 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა გამოსაშვები ღონისძიება განსაკუთრებულ და დასამახსოვრებელ საღამოდ იქცა.

ღონისძიება კინომუსიკის ჰანგებზე წარიმართა და დამსწრეებს მუსიკის, შემოქმედებისა და ემოციების შთამბეჭდავი სინთეზი შესთავაზა.

მოსწავლეებმა სხვადასხვა ცნობილი ფილმიდან მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს, გააცოცხლეს საყვარელი კინოგმირები და  არტისტიზმით მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს.

საღამო ოთხწლიანი სასკოლო ცხოვრების სიმბოლური შეჯამებაც იყო.

„დღევანდელი მეოთხე კლასის გამოსაშვები კინომუსიკის საღამო ნამდვილად დაუვიწყარი და განსაკუთრებული იყო.

გულითად მადლობას ვუხდით ჩვენს უსაყვარლეს მასწავლებელს მაკო მინდიაშვილი, რომელმაც ასეთი ლამაზი, ემოციებით სავსე და შთამბეჭდავი ღონისძიება გვაჩუქა. თქვენი შრომა, მონდომება, მოთმინება და სიყვარული თითოეულ დეტალში იგრძნობოდა. სწორედ რომ თქვენი დახმარებით შევძელით ამ დღის ასეთ ლამაზ მოგონებად ქცევა.

ასევე დიდი მადლობა თითოეულ ბავშვს, ვინც ამ ღონისძიებაში მონაწილეობდა. თქვენი ნიჭი, ენერგია, სითბო და გულწრფელი ემოციები სცენიდან ყველას გულამდე მივიდა. თითოეული შესრულება განსაკუთრებული იყო და ამ საღამოს კიდევ უფრო მეტი სილამაზე შემატა.

კინომუსიკამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რამდენად ძლიერი ძალაა მუსიკა — როგორ შეუძლია გაგვაერთიანოს, გაგვიზიაროს ემოციები და ყველაზე ლამაზი მოგონებები შეგვიქმნას.

ეს საღამო სავსე იყო სიხარულით, შთაგონებითა და სიყვარულით, რომელიც თითოეულ ჩვენგანს დიდხანს დარჩება გულში.

დიდი მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ მაკო მასწავლებელს, მის პატარა „კესანებს“ და ყველას, ვინც ამ საოცარი საღამოს შექმნაში მონაწილეობდა.

თქვენ ნამდვილად შექმენით ჯადოსნური და დაუვიწყარი მოგონება“,- აღნიშნავს პედაგოგი თეა გაბრიჭიძე და ღონისძიების ფოტოკადრებს გვიზიარებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203