ხორენიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასის წარმატებით დამთავრება ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს
12-06-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა წარმატებული და ნაყოფიერი ოთხი წელიწადი ღონისძიებით დააგვირგვინეს.

მე-4 კლასის მოსწავლეებმა გამოსაშვები ღონისძიება გამართეს. მე-4 კლასელები განსაკუთრებული ემოციებით გამოემშვიდობნენ თავიანთ პირველ მასწავლებელს - ანაჰიტ  ხოცანიანს.

ღონისძიება ქართული ჰიმნით გაიხსნა. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება სავსე იყო სითბოთი, მადლიერებით და ემოციებით. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ - იმღერეს, იცეკვეს და წაიკითხეს ლექსები ქართულ, ინგლისურ და მშობლიურ (სომხურ) ენებზე.

მოსწავლეებს მე-4 კლასის წარმატებით დასრულება მიულცოეს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა, კლასის დამრიგებელმა, ანაჰიტ ხოცანიანმა, მშობლებმა და სკოლის პედაგოგებმა.

ღონისძიება სამახსოვრო ფოტოგადაღებით დასრულდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203