
ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა ნაყოფიერი ოთხი წელიწადი ღონისძიებით დააგვირგვინეს.
გაიმართა ლამაზი, ემოციური და დასამახსოვრებელი ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა ამ ოთხი წლის განმავლობაში შეძენილი ცოდნა და უნარები წარმატებით წარმოაჩინეს.
ღონისძიებამ თბილ და სადღესასწაულო ატმოსფეროში ჩაიარა. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ და დამრიგებელი იმედა ზარქუა სიამაყით აავსეს, დამწრეთ კი ამაღელვებელი განწყობა აჩუქეს.
პირველი მასწავლებელი მოსწავლეებს დიდი სიყვარულით გამოემშვიდობა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
„ამ ფოტოებს რომ ვუყურებ, თვალწინ მიდგას ოთხი წლის წინანდელი პირველი სექტემბერი - ერთდროულად შეშინებული, დაბნეული და ცნობისმოყვარე თვალები. დღეს კი ჩემი პირველკლასელები უკვე მეოთხეკლასელები არიან- დიდები, გონიერები და დამოუკიდებლები.
ეს ოთხი წელი მხოლოდ სწავლა არ ყოფილა – ჩვენ ერთად ვიცინეთ, ვინერვიულეთ, და უამრავი ლამაზი მოგონება შევქმენით.
გმადლობთ, მშობლებო, ნდობისთვის, მხარდაჭერისა და იმ თანადგომისთვის, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობდი თქვენგან.
ბავშვებო, მიყვარხართ და მჯერა, რომ წინ კიდევ ბევრი დიდი წარმატება გელით. მე ყოველთვის თქვენი გულშემატკივარი ვიქნები“,- აღნიშნავს მასწავლებელმა იმედა ზარქუამ.
იხილეთ ფოტოები: