
ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-10 კლასებში წარმატებით გაიმართა მინი-სტარტაპის პრეზენტაცია, რომელიც ჩატარდა არჩევითი საგნის – „მეწარმეობის საფუძვლები“ - ფარგლებში.
სასწავლო პროცესის განმავლობაში მოსწავლეებმა შეისწავლეს მეწარმეობის ძირითადი პრინციპები, ბიზნესგეგმის შედგენა, პროდუქტის შექმნა, მარკეტინგისა და ფინანსური დაგეგმვის საწყისი საკითხები. მიღებული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე მათ შექმნეს საკუთარი მინი-სტარტაპები და პრეზენტაციის ფორმატში წარადგინეს ბიზნესიდეები, პროდუქტები და განვითარების ხედვები.
ღონისძიებამ ნათლად წარმოაჩინა მოსწავლეთა შემოქმედებითი პოტენციალი, ინოვაციური აზროვნება, გუნდური მუშაობის უნარები და პასუხისმგებლობა. თითოეულმა გუნდმა წარმატებით გაართვა თავი საკუთარი იდეის წარდგენასა და არგუმენტირებულ დაცვას.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში მეწარმეობრივი კულტურის, პრაქტიკული უნარებისა და ეკონომიკური აზროვნების განვითარება, რაც თანამედროვე განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
„მომავალი მეწარმეები დღეს ქმნიან ხვალინდელ წარმატებას!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: