
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში, საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი, გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
სკოლის მე-11 კლასის (დამრიგებელი - ქეთო ჩაკვეტაძე) მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების ურთიერთთანამშრომლობით კიდევ ერთი საინტერესო, შინაარსიანი და შემეცნებითიდღე გაიმართა.
ექსკურსიის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს ვანის ნაქალაქარი და მუზეუმი, ჭყვიში - გალაკტიონისა და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი, ასევე ქუთაისის ღირსშესანიშნაობები.
„ეს დღე იყო ცოდნის გაღრმავების, კულტურული მემკვიდრეობის გაცნობისა და სასიამოვნო ემოციების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ ბანძის საჯარო სკოლაში ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ და ბავშვების თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება.
იხილეთ ფოტოები: