წითელსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო ცხოვრების ოთხი წელიწადი ღონისძიებით დააგვირგვინეს
15-06-2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო ცხოვრების ოთხი წელიწადი ლამაზი ღონისძიებით შეაჯამეს.

გაიმართა მე-4 კლასელთა გამოსაშვები ღონისძიება, რომელიც ზღაპრულად წარიმართა. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ. ღონისძიება მოიცავდა როგორც საგანმანათლებლო, ისე შემოქმედებით და საზეიმო ნომრებს. 

ბავშვებმა წარმატებით წარმოაჩინეს თუ რამდენი რამ ისწავლეს ამ ოთხი წლის განმავლობაში და დიდი სიყვარულით გამოემშვიდობნენ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს. 

მე-4 კლასელებისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა დამრიგებელთან გამოთხოვება. პირველმა მასწავლებელმა მოსწავლეებს გზა დაულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203