
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფლის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი ღირსეული თაობა გააცილა.
20 მაისს, სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა გამოსაშვები ღონისძიება, რომელმაც სკოლაში საოცარი ემოციები დაატრიალა.
მე-12 კლასელებმა გაიხსენეს სკოლის კედლებში გატარებული წლები, სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს, მადლიერებით ისაუბრეს მიღებულ გამოცდილებაზე, მეგობრობაზე, წარმატებასა და დაუვიწყარ მოგონებებზე.
ახალგაზრდებმა მადლობა გადაუხადეს სკოლის დირექციას, მასწავლებლებს, რომლებმაც მათი აღზრდა-განათლებაში დიდი შრომა ჩადეს.
დირექტორმა და პედაგოგებმა ახალგაზრდები დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე დიდი სიყვარულით გააცილეს და საუკეთესო სურვილები გაატანეს.
იხილეთ ფოტოები: