ახალი ვაკანსიები სკოლებმა სასწავლო წლის ბოლოს გამოაცხადეს - იხილეთ რომელი საგნის პედაგოგებზეა მოთხოვნა
12-06-2026

საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში სხვადასხვა საგნის პედაგოგების დასასაქმებლად ახალი ვაკანსიები გამოცხადდა. მასწავლებელთა სახლის ოფიციალურ პორტალზე განთავსებულია შეთავაზებები მათემატიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის, გეოგრაფიის, ქიმიის, მუსიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიების, ფიზიკური აღზრდისა და სხვა საგნების მასწავლებლებისთვის.

ვაკანსიები გამოცხადებულია როგორც თბილისის, ისე სხვადასხვა რეგიონის სკოლებში. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ეძებენ სპეციალურ მასწავლებლებს, ფსიქოლოგებსა და სხვა პერსონალს. კანდიდატებს განაცხადების წარდგენა შეუძლიათ მასწავლებელთა ვაკანსიების ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

სკოლების ვაკანსიები - https://teacherjobs.ge

დაინტერესებულ პირებს ვაკანსიების სრული ჩამონათვალისა და საკონკურსო პირობების გაცნობა შეუძლიათ მასწავლებელთა ვაკანსიების ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც ინფორმაცია ყოველდღიურად ახლდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203