ივერიის ღვთისმშობლის ხატის სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელებმა სასწავლო წლის მიღწევები შთამბეჭდავი ღონისძიებით აღნიშნეს
12-06-2026

ივერიის ღვთისმშობლის ხატის სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელებმა 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს. 

პატარა „გიმნაზიელებმა“ პირველი კლასიც დაასრულეს და ანბანიც გააცილეს.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი სანახაობით წარდგნენ. ღონისძიება ატარებდა როგორც საგანმანათლებლო, ისე შემოქმედებით ხასიათს. 

„ლეგენდის მიხედვით, ფარნავაზ მეფეს, ქართული ანბანის შექმნით, ბნელეთის მეფე დაუმარცხებია“ - აღნიშნეს მოსწავლეებმა და მაყურებლის თვალწინ მხატვრულ-ლიტერატურული ხერხებით „გააცოცხლეს“ ქართული ენის განვითარების გზა, ფარნავაზიდან დაწყებული - იაკობამდე. მათ წაიკითხეს დედაენაზე შექმნილი ლექსები და შეასრულეს სიმღერები. 

„ეს იყო I კლასის ძალიან საინტერესო და ჯერ არნახული გამოსაშვები საღამო. ჩვენმა ყველაზე პატარა გიმნაზიელებმა პირველი კლასიც დაასრულეს და ანბანიც გააცილეს. დედაენის შექმნის ისტორიაც გააცოცხლეს, ლექსებით, ცეკვით და სიმღებით კი გაგვაოცეს.

ძალიან დიდი მადლობა ანა მასწავლებელს ამხელა შრომისთვის. ასევე უდიდესი მადლობა ჩვენს თიკო და ვასკა მასწავლებლებს ასე კარგად რომ ამღერეს და აცეკვეს ბავშვები.

უმთავრესი მადლობა კი ჩვენს უნიჭიერეს ბავშვებს, შესანიშნავი შესრულებისთვის და მათ მშობლებს გვერდში დგომისთვის. გახდი გიმნაზიელი აქ ზრუნავენ შენს წარმატებულ მომავალზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203