
ივერიის ღვთისმშობლის ხატის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა ემოციებით „დახუნძლული“ კიდევ ერთი დღე ოქროს ასოებით ჩაწერეს სკოლის ისტორიაში - მათ ქართული კლასიკა „ქეთო და კოტე“ გააცოცხლეს.
სპექტაკლმა, რომელსაც სასკოლო საზოგადოება დიდი ხანია მოუთმენლად ელოდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს მხოლოდ შემოქმედებითი პერფორმანსი არ ყოფილა - დაწყებითი საფეხურის დასრულების საზეიმო, ემოციური აკორდით ბავშვებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს საკუთარი ნიჭიერება.
აღსანიშნავია, რომ თითოეული როლისა და მიზანსცენის მიღმა პედაგოგთა შრომა დევს და როგორც სკოლაში აღნიშნავენ, „განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ძვირფას ნინო მასწავლებელს, რომლის პროფესიონალიზმის გარეშე სპექტაკლი სცენაზე ვერ შედგებოდა; მასთან ერთად ფასდაუდებელი იყო ლია მასწავლებლის მხარდაჭერა და თავდადება... ამ პედაგოგების დამსახურებით, ბავშვებმა შეძლეს ნიჭის რეალიზება და მაყურებლისთვის იმ უნიკალური, დაუვიწყარი ემოციების გაზიარება, რომლებიც დარბაზში მყოფ თითოეულ ადამიანს დიდხანს გაჰყვება. მადლობა მათ თითოეული დახარჯული წუთისთვის და იმ ბედნიერი მოგონებებისთვის, რომლებიც მოსწავლეთა ცხოვრების მყარ საძირკვლად იქცევა“.
აქვე ხაზგასასმელია მშობელთა მაღალი ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, რაც მოსწავლეთა წარმატებას უდავოდ განაპირობს, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სკოლა-გიმნაზიის წარმომადგენლები კი მადლობას უხდიან სამაგალითო შილების აღზრდისთვის:
„მადლობა მშობლებს მუდმივად მხარში დგომისთვის, თანამშრომლობისთვის და, რაც მთავარია, ასეთი საოცარი, სამაგალითო შვილების აღზრდისთვის. სკოლაც და ოჯახიც თანაბრად ამაყობს ამ თაობით“.