სამშობლოს სიყვარულით, ენისა და სარწმუნოების პატივისცემით გაერთიანებული მოსწავლე-მასწავლებლები და ლამაზი საზეიმო ღონისძიება სულორის საჯარო სკოლაში
11-06-2026

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან, სამშობლოს, ენის და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან. 

რაღა თქმა უნდა, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა დედაენის დღე. ტრადიციულად სკოლაში პროექტი და საგანმანათლებლო-შემოქმედებითი აქტივობები განხორციელდა. 

მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქართულ ენას, მის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, აღნიშნეს დამწერლობის უნიკალურობა და სიამაყით აღივსნენ. 

„ეს დღე განსაკუთრებით გვიყვარს, ყოველ წელს ვახორციელებთ ამ დღის აღსანიშნავად პროექტს, აქტივობებს. ჩართული ვართ დიდი, თუ პატარა. ყველას გვაერთიანებს სამშობლოს სიყვარული მშობლიური ენისა და სარწმუნოების პატივისცემა.

გვიყვარხართ ბავშვებო! გვინდა ყოველთვის იამაყოთ ჩვენი ქვეყნის ტრადიციით, სარწმუნოებით, გაუფრთხილდეთ მშობლიურ ენას და არასოდეს მიატოვოთ ჩვენი ქვეყანა“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203