
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მშობლიური ანბანის სწავლა წარმატებით დაასრულეს. სასწავლო მიღწევები კი საზეიმოდ აღნიშნეს.
ამ დღეს სკოლაში განსაკუთრებულად სადღესასწაულო, თბილი ატმოსფერო სუფევდა. საყვარელი მასწავლებლის - სუსანა ჰარუთიუნიანისა და კლასის დამრიგებლის - ლილით თევანიანის მეგზურიბით, 19-მა ნიჭიერმა მოსწავლემ გადადგა პირველი დიდი და თავდაჯერებული ნაბიჯი წიგნიერების სამყაროსკენ.
სასწავლო წლის მიწურულს კი საზეიმოდ გამოემშვიდობნენ „ანბანს“ (აიბბენარანს).
ღონისძიებაზე პატარებმა წარმოაჩინეს ცოდნა და შესაძლებლობები, დამსწრე საზოგადოებას აჩვენეს თუ რამდენი რამ ისწავლეს სასწავლო წლის მანძილზე.
„მათ წერა-კითხვის ცოდნით, სიმღერითა და სიტყვით დაამტკიცეს, რომ უკვე მზად არიან წიგნების ჯადოსნური სამყაროს აღმოსაჩენად. ეს იყო არა მხოლოდ ასოების დღესასწაული, არამედ სომხური ენის, კულტურისა და ცოდნის დიდების დღე, რომელიც წარუშლელ კვალს დატოვებს ყველა დამსწრის გულში“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა სასწავლო შემართება.
იხილეთ ფოტოები: