
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მიწურულს გრანდიოზული საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებით სკოლიდან საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები გააცილეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლა საბაზოა, შესაბამისად, მოსწავლეები მე-9 კლასის შემდეგ სწავლას სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში გააგრძელებენ.
სკოლაში მე-9 კლასელებისთვის სიმბოლურად „ბოლო ზარი“ დაირეკა.
ღონისძიება ემოციებით სავსე იყო, მოსწავლეებმა სკოლაში გატარებული დაუვიწყარი წლები შეაჯამეს, სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გაიხსენეს და საყვარელ პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისა და გვერდში დგომისთვის.
პედაგოგებმა კი მოწაფეებს გზა დაულოცეს და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს.
იხილეთ ვიდეო