
ყვარლის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან და მომავალი თაობის წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ.
ახლახან, სკოლის მე-2ბ კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ნინო წიქარიშვილის ხელმძღვანელობით, წაიკითხეს წიგნი - „მოკლე კატოს თავგადასავალი“ და იმოგზაურეს კატოს საინტერესო თავგადასავლების სამყაროში.
ბავშვებმა წაკითხული წიგნი განიხილეს, იმსჯელეს პერსონაჟებზე, გაუზიარეს ერთმანეთს შთაბეჭდილებები და კიდევ უფრო შეიყვარეს კითხვა.
იხილეთ ვიდეო