ხორხელის საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა სიხარულით, ემოციებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსე გამოსაშვები ღონისძიება 
11-06-2026

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორხელის საჯარო სკოლაში გაიმართა მე-4 კლასის მოსწავლეთა გამოსაშვები ღონისძიება.

დღე სიხარულით, ემოციებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით იყო სავსე. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ, წარმატებული და ნაყოფიერი ოთხი წელიწადი შეაჯამეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.  

მოსწავლეებს მე-4 კლასის დამთავრება მიულოცეს დირექციამ და პედაგოგებმა და უსურვეს ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა. 

„ეს მნიშვნელოვანი ეტაპია თითოეული მოსწავლის ცხოვრებაში, რომელიც ახალი მიზნებისა და წარმატებების დასაწყისს აღნიშნავს. ღონისძიების წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მშობლებმა, რომელთა აქტიურმა ჩართულობამ და მხარდაჭერამ ამ დღის განსაკუთრებული მნიშვნელობა კიდევ უფრო გამოკვეთა.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით კლასის დამრიგებელს - მარიზა ქეთელაურს, რომელმაც წლების განმავლობაში სიყვარულით, მზრუნველობითა და პროფესიონალიზმით იზრუნა თითოეულ მოსწავლეზე. მისი თავდადება და მხარდაჭერა ბავშვების ცოდნის, უნარებისა და პიროვნული განვითარების მყარ საფუძვლად იქცა.

ვულოცავთ, მოსწავლეებს დაწყებითი საფეხურის წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ მათ მრავალ წარმატებას, ბედნიერებასა და წინსვლას ცხოვრების ახალ ეტაპზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203