ქვემო მახოს საჯარო სკოლის მოსწავლეები შემეცნებითი ექსკურსიით ეთნოგრაფიულ მუზეუმს სტუმრობდნენ
11-06-2026

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო. 

მე-2 კლასის მოსწავლეები ეთნოგრაფიულ მუზეუმს - „ბორჯღალო“ ესტუმრნენ. 

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით გაეცნენ წინაპრების ყოფით ცხოვრებას აჭარაში. მუზეუმში არსებული თითოეული მაკეტი თუ ხეზე კვეთილობის ნიმუში შექმნილია მუზეუმის დამფუძნებლის ქემალ თურმანიძის მიერ, რამაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე. 

„საინტერესო და შემეცნებითი დღე იყო, რომელმაც კიდევ უფრო დაგვაახლოვა ჩვენი კუთხის ისტორიასა და კულტურა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203