„პროფესიების დღე“ - მე-3 კლასელთა ოცნებების ზეიმი ქუთაისის N3 საჯარო სკოლაში
11-06-2026

წმიდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის N3 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეთა პროექტი -  „პროფესიების დღე“ პატარების ოცნებების ზეიმად იქცა.

მოსწავლეები თავიანთი საყვარელი პროფესიის შესაბამისად გამოწყობილები მივიდნენ სკოლაში, დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით წარმოადგინეს პროექტები და ყველას აჩვენეს, თუ რამდენად დიდი ოცნებები ეტევა პატარა გულებში.

დღის ყველაზე ემოციური სიურპრიზი კი კლასის დამრიგებელმა, ირინე ლომთაძემ მოუმზადა - ბავშვებს გადასცა სურათები, სადაც ისინი უკვე ზრდასრულები, საკუთარ საოცნებო პროფესიაში წარმატებულ ადამიანებად იყვნენ წარმოდგენილნი.

მათი ბედნიერი თვალები, ღიმილი და აღფრთოვანება ამ დღის ყველაზე ლამაზი მოგონება გახდა.

„ამ დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა - ბავშვების ოცნებებს ფრთები მაშინ ეზრდება, როცა მათ გვერდით სიყვარულით სავსე მასწავლებელი დგას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203