
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება - მათემატიკური მარათონი: „ლოგიკის სამყაროში“.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გორელოვკის N3, სპასოვკის N1 და სამების საჯარო სკოლების მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები.
მოსწავლეებმა მოაწყვეს ნამდვილი ინტელექტუალური ცენტრი: შეეცადნენ ციფრების მიღმა დამალული კანონზომიერების პოვნას, ნახატებით წარმოდგენილი ტოლობებით შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობების პოვნას.
შეჯიბრი წარიმართა ჯგუფებს შორის. იყო დაძაბული და ძალიან ემოციური . მოსწავლეებმა გამოავლინეს გუნდური მუშაობა, სწრაფი აზროვნება და კრეატიულობის უნარები,
„მადლობა, ყველა მონაწილეს ასეთი ენთუზიაზმისა და ხალისისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მათემატიკა შეიძლება იყოს ძალიან სახალისო და საინტერესო“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები: