ქუთაისის N26 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები ზოოლოგიის მუზეუმს სტუმრობდნენ
12-06-2026

ქუთაისის N26 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

მე-6 კლასის მოსწავლეები, პედაგოგ მარინა გუგავას ხელმძღვანელობით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის მუზეუმს სტუმრობდნენ. 

მოსწავლეები გაეცნენ ცხოველთა მრავალფეროვან სამყაროს, დაათვალიერეს სხვადასხვა სახეობის ექსპონატები და მიიღეს საინტერესო ინფორმაცია ცხოველთა ცხოვრების წესისა და მათი გარემოს შესახებ.

მოსწავლეებისთვის ექსკურსია მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა - მათ თეორიული ცოდნა პრაქტიკული დაკვირვებით გაიმდიდრეს

ვიზიტის განმავლობაში მოსწავლეები აქტიურად ერთვებოდნენ დისკუსიებში, სვამდნენ მათთვის საინტერესო კითხვებს და ყურადღებით ისმენდნენ სპეციალისტების განმარტებებს.

მუზეუმში დაცულმა უნიკალურმა კოლექციებმა მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.

მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა კვლევითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203