ქუთაისის N26 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასის წარმატებით დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს.
მე-4 კლასელებმა წარმატებული და ნაყოფიერი ოთხი წელიწადი შეაჯამეს და პედაგოგ სალომე სილაგაძის ხელმძღვანელობით, შთამბეჭდავი ღონისძიება გამართეს.
ღონისძიებამ სახელწოდებით - „ძველი ქუთაისის საიდუმლოების ძიებაში“ როგორც საგანმანათლებლო, ისე შემოქმედებითი ნომრები გააერთიანა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა, რადგან წელს პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან. მათ პედაგოგს მათ განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. მასწავლებელმა კი მოსწავლეებს წარმატებისკენ სავალი გზა დაულოცა და უსურვა ასეთივე შემარებით გააგრძელოს სწავლა, ასახელონ მასწავლებელი, სკოლა და ქვეყანა.
იხილეთ ფოტოები: