
ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სასკოლო ქსელების პროგრამის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაში - „ქართველი მწერლების შემოქმედების გაცნობა“.
მოსწავლეებმა წარადგინეს გურამ დოჩანაშვილის ორი მოთხრობის - „თავფარავლელი ჭაბუკისა“ და „კაცი, რომელსაც ლიტერატურა უყვარდა“ - შემოქმედებითი პრეზენტაცია.
მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებისა და მისი ნაწარმოებების მთავარი სათქმელის შესახებ და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
მოსწავლეთა ხელმძღვანელი პედაგოგი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია ტოგონიძე გახლავთ, ხოლო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ - მარიამ ხარშილაძე, თეკლა კომლაძე, ლუსი ფშეშინი და მარიამ გოგოლაძე.
იხილეთ ფოტოები: