შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 12 ივნისს, 14:00 საათზე, მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრა ბუნებისმეტყველების, ბიოლოგიის, ფიზიკისა და ქიმიის გამოცდებს დაეთმობა. დაინტერესებულ პირებს მონაწილეობის მიღება Microsoft Teams-ის ბმულის საშუალებით შეუძლიათ - https://bit.ly/3Q1gNWy
საინფორმაციო შეხვედრას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები - გია ხატისაშვილი, გოგი ჩეჩელაშვილი და აივენგო შათირიშვილი გაუძღვებიან, რომლებიც აპლიკანტებს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, შეფასების პრინციპებისა და დავალებების თავისებურებების შესახებ, ასევე უპასუხებენ მათთვის საინტერესო კითხვებს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საინფორმაციო შეხვედრებს ყველა საგამოცდო საგანთან დაკავშირებით გამართავს.