დაბა ლაითურის საჯარო სკოლის მე-4 კლასელები პირველ მასწავლებლებს ზღაპრული ღონისძიებით გამოემშვიდობნენ
11-06-2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა წარმატებული და ნაყოფიერი ოთხი წელიწადი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

7 ივნისს, მე-4 კლასების მოსწავლეთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. მეოთხეკლასელები განსაკუთრებული ემოციებით გამოემშვიდობნენ თავიანთ პირველ მასწავლებლებს - მზია გუმბერიძესა და ლია გაჩეჩილაძეს - ადამიანებს, რომლებმაც მათ ცოდნის, სიკეთისა და პასუხისმგებლობის პირველი ნაბიჯები გადაადგმევინეს.

მოსწავლეებმა ღირსეულად წარუდგინეს თავი თავიანთ მომავალ პედაგოგებს, მშობლებს, სტუმრებს - ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით მათ წარმოაჩინეს არა მხოლოდ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები, არამედ სამშობლოსა და მასწავლებლის სიყვარული.

ღონისძიება სავსე იყო სითბოთი, მადლიერებითა და ემოციებით. თითოეულ ნომერში იგრძნობოდა ის დიდი სიყვარული და პატივისცემა, რომელსაც ბავშვები თავიანთი პირველი მასწავლებლების მიმართ გრძნობენ.

მათ კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს, რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებლის როლი ბავშვის ცხოვრებაში და როგორ დიდ კვალს ტოვებს იგი მის მომავალზე.

„ვულოცავთ ჩვენს მეოთხეკლასელებს მე-4 კლასის წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ ახალ წარმატებებს, საინტერესო აღმოჩენებსა და ნათელ მომავალს! მადლობა ლია და მზია მასწავლებლებს მუხლჩაუხრელი შრომისთვის, მშობლებს მხარდაჭერისთვის, მადლობა ჩვენი სკოლის ქორეოგრაფებს ანისა და ბაჩოს ამ დღის გალამაზებისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა, ასახელონ მასწავლებლები, სკოლა და ქვეყანა. 

„მომავალი თაობა ჩვენი სარკეა - რასაც დღეს დავთესავთ, ხვალ მათ თვალებში დავინახავთ“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203