ეშტიის N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასელებმა დაწყებითი საფეხურის წარმატებით დამთავრება ღონისძიებით აღნიშნეს 
12-06-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასელები დაწყებით საფეხურს ღონისძიებით დაემშვიდობნენ. 

მეექვსეკლასელებმა საბაზო საფეხურზე გადასვლა საზეიმოდ, განსაკუთრებულად მორთულ-მოკაზმულ გარემოში აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი წარმატებით დაასრულეს. ახლა კი, სცენაზე თავიანთი ნიჭი მრავალმხრივ წარმოაჩინეს - წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და იცეკვეს. ლამაზი გამოსვლებით მათ მადლობა გადაუხადეს ყველა იმ პედაგოგს, რომელიც ამ წლების განმავლობაში მათ გვერდით იყო.

მშობელმა, ნაირა ქალაშიანმა, მადლობა გადაუხადა კლასის დამრიგებელს - ნინა მარიკიანს, მასწავლებლებსა და დირექციას ბავშვების სწავლა-განათლებაში ჩადებული უდიდესი ამაგისთვის.

სკოლის დირექტორმა - ბერნიკ ჰოვსეფიანმა, მიულოცა მოსწავლეებს დაწყებითი საფეხურის დასრულება, გადასცა სიგელები და განათლებით სავსე გზა უსურვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203