
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასელები პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობნენ.
გაიმართა ლამაზი და ემოციური გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომლითაც მოსწავლეები მე-4 კლასის წარმატებით დასრულება აღნიშნეს.
ღონისძიებაზე ბავშვებმა თავდაჯერებულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და იცეკვეს. მათ სცენიდან სიყვარულითა და მადლიერებით სავსე სიტყვებით მიმართეს თავიანთ პირველ მასწავლებელს. ეს დღე ერთნაირად ამაღელვებელი იყო მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის, პედაგოგებისა და დირექციისთვის.
მშობელმა, ბეთხეგემ დარბინიანმა, გულითადი მადლობა გადაუხადა კლასის დამრიგებელ ოფელია მარიკიანს, ყველა მასწავლებელსა და სკოლის ხელმძღვანელობას გაწეული დიდი შრომისთვის.
სკოლის დირექტორმა, ბერნიკ ჰოვსეფიანმა მოსწავლეებს მე-4 კლასის წარმატებით დასრულება მიულოცა და სიგელებით დააჯილდოვა. დირექტორმა მოსწავლეებს წარმატებისკენ სავალი გზა დაულოცა და უსურვა შემდეგ კლასებშიც ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა, ასახელონ მასწავლებელი, სკოლა და ქვეყანა.
იხილეთ ფოტოები: