ოზურგეთის საჯარო სკოლაში ლიტერატურული იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა - მე-10 კლასელებმა საბრალდებო სკამზე ტარიელი დასვეს
11-06-2026

ზაზა დამენიას სახელობის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლაში გაიმართა ლიტერატურული, იმიტირებული სასამართლო პროცესი შოთა რუსთაველის - „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით, სადაც საბრალდებო სკამზე თავად... ტარიელი იჯდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ​მე-10 კლასის მოსწავლეებმა საკლასო ოთახიდან სასამართლო დარბაზში გადაინაცვლეს. მოირგეს სხვადასხვა როლი და მაყურებლებს ნამდვილ მსახიობებად მოევლინენ. მოსამართლე, პროკურორი, ადვოკატი, პოემის პერსონაჟები და დარბაზი იმაზე კამათობდნენ, არის თუ არა ტარიელის ქმედება - ხვარაზმელი უფლისწულის მკვლელობა - გამართლებული.

​იყო მძაფრი არგუმენტები, ემოციური გამოსვლები და ძალიან საინტერესო დებატები. საბოლოოდ, სასამართლო შედგა და ვერდიქტიც გამოიტანა.

„გამოვიდა თუ არა ტარიელი დარბაზიდან თავისუფალი? ეს ჩვენი პატარა „სასამართლოს“ საიდუმლოა! ერთი რამ კი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ: რუსთაველის გენიამ საუკუნეების შემდეგაც დაგვაფიქრა, პოემის სიღრმეებში გვამოგზაურა და კიდევ ერთხელ გვაგრძნობინა ქართული სიტყვის ძალა და მადლი“,- გვეუბნებიან სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203