„რანი ვიყავით, რანი ვართ, რანი ვიქნებით“ - ქუთაისის N38 სკოლის მე-4 კლასელთა გამოსაშვები ღონისძიება ნიღბების თეატრში გაიმართა
11-06-2026

ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა წარმატებული და ნაყოფიერი ოთხი წელიწადი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

სკოლის მოსწავლეებმა IV კლასის დამთავრება განსაკუთრებულად და ამაღლევებლად აღნიშნეს. მათი გამოსაშვები საღამო, სახელწოდებით - „რანი ვიყავით, რანი ვართ, რანი ვიქნებით“, ნიღბების თეატრში შედგა.

მოსწავლეები დარბაზში შეკრებილი მაყურებლის წინაშე შთამბეჭდავი სანახაობით წარდგნენ და წარმოაჩინეს ის ცოდნა და უნარები, რაც ამ ოთხი წლის მანძილზე შეიძინეს. 

ღონისძიებას პედაგოგი ნანა გელაშვილი ხელმძღვანელობდა, რომლისთვისაც მოსწავლეებთან გამომშვიდობება მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა. 

სკოლის ისტორიაში კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩაიწერა - დღე, რომელიც სავსე იყო სიხარულით, ემოციებითა და შთაბეჭდილებებით.

„ჩვენს მეოთხეკლასელებს ვუსურვებთ დიდ წარმატებებს ცხოვრების მომავალ, ახალ ეტაპზე!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს უსურვებენ ასეთივე წარმატებით გააგრძელონ სწავლა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203