„საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ“ - დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში დედა ენის სადიდებელი ლექსები წაიკითხეს
13-07-2018
დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა დედა ენის დღეს ღონისძიება - „საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ“ მიუძღვნეს. სკოლის აღსაზრდელებმა დედა ენის სადიდებელი ლექსები და ცნობილი მწერლების ციტატები წაიკითხეს. მეოთხეკლასელებმა ასევე დედა ენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის