
ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სასწავლო მიღწევები წახალისებულია. სკოლის დირექცია, დირექტორის ნათია სულავას ხელმძღვანელობით მოსწავლეთა წარმატებას ყოველთვის აღნიშნავს.
8 ივნისს, სკოლის დირექტორმა, ნათია სულავამ, სერტიფიკატები და მადლობის სიგელები გადასცა მეათე, მერვე და მეექვსე კლასების მოსწავლეებს მათემატიკურ ვიქტორინაში აქტიური მონაწილეობისთვის. სკოლის ხელმძღვანელმა მოსწავლეებს წარმატება მიულოცა და უსურვა ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა, ასახელონ სკოლა, ქალაქი და ქვეყანა.
„კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და აქტიურობა.
იხილეთ ფოტოები: