ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები გერმანული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
17-06-2026

7 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გოეთეს ინსტიტუტის და მისი პარტნიორების ორგანიზებით, გერმანული ენის დღე მოეწყო. ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ ქუთაისის N12 საჯარო სკოლის გერმანული ენის კლუბის - „გერმანულის ფანები“ - წევრი მოსწავლეები, მათი მშობლები და პედაგოგები.

ღონისძიება - „გერმანული ენის დღე დიდებისა და პატარებისთვის“ - უამრავ საინტერესო აქტივობას მოიცავდა: გერმანიაში სწავლისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებით დაწყებული, ხელოვნური ინტელექტის გაკვეთილზე დანერგვისა და გამოყენების ვორქშოპებით დამთავრებული.

დღის მთავარი მოვლენად მაინც გალის თეატრის მსახიობის - ჰელენა ჯორჯის, ექსპერიმენტული, მაყურებლის თანამონაწილეობით დადგმული სპექტაკლი იქცა, რომელშიც ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებიც აქტიურად მონაწილეობდნენ.

მონაწილეები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო საჩუქრებით.

„ჩვენი სკოლის მოსწავლეებისათვის დაუვიწყარი დარჩება ეს ლამაზი, ემოციებით დატვირთული დღე“,- აღნიშნავენ სკოლაში და სკოლის სახელით მალდობას უხდიან გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციის პრეზიდენტს, ქალბატონ ანა ბაკურაძეს.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203