
ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი ინტერესები კი მხარდაჭერილი. მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა მხატვრული ნიჭისა და ესთეტიკური ხედვის განვითარებას.
1 ივნისს, ბავშვთა დღესთან დაკავშირებით, სკოლაში მოეწყო VIა კლასის მოსწავლეების - ლილე დიდბარიძისა და ნინი სირაძის, პერსონალური გამოფენა (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი: ნინო გეგელაშვილი, დამრიგებელი: მაია ჩეჩელაშვილი)
გამოიფინა მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრები. ლილე დიდბარიძისა და ნინი სირაძის ნამუშევრებმა დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
მოსწავლეთა ნახატები მართლაც შთამბეჭდავი სანახავია.
იხილეთ ფოტოები: