ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში, ბილინგვური სწავლების სპეციალისტმა ვენერა ტიტოიანმა, განახორციელა სასწავლო პროექტი - „მე ვარ საქართველოს მოქალაქე“.
პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა შექმნეს ინდივიდუალური ორენოვანი ალბომები, სადაც აღწერეს თავიანთი ვინაობა, უფლებები და მოვალეობები. მათ ალბომებში ქართულ და მშობლიურ ენებზე ჩაწერეს საკუთარი სახელები და მათი მნიშვნელობები.
გუნდი გაეცნო საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკას - დროშას, გერბსა და ჰიმნს - და თითოეული მათგანი ასახა თავის ალბომში. გარდა ამისა, მათ შეისწავლეს ბავშვის უფლებათა კონვენცია და გაიაზრეს, რომ აქვთ როგორც უფლებები (სიცოცხლის, განათლების, აზრის გამოხატვის), ისე მოვალეობები (სწავლა, სისუფთავის დაცვა, სხვისი აზრის პატივისცემა).
მონაწილეებმა გამოიკვლიეს სამყარო, რომელშიც ცხოვრობენ, და დაინახეს, რომ სამშობლო მათი სახლიდან და სოფლიდან იწყება:
ალბომებში ასევე ასახულია მონაწილეთა ინტერესები და ოცნებები. მათ გააზიარეს თავიანთი საყვარელი კერძების რეცეპტები, მუსიკალური ნაწარმოებები და დღესასწაულები. მათ დაგეგმეს მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში - კახეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთსა თუ იმერეთში.
ბოლოს კი, დაწერეს თავიანთ მომავალ პროფესიებზე და იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, აიხდინონ საკუთარი ოცნებები.
„ეს ალბომები მათთვის ძალიან ძვირფასია, რადგან ნამუშევრებში მონაწილეთა მთელი შრომა და თავგადასავალია თავმოყრილი“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და შემოქმედებითობა.
იხილეთ ფოტოები: