
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ. მასწავლებელმა მარინა ახალაური მოსწავლეთა მოტივაციაზე ზრუნავს და სწავლებისას სხვადასხვა მეთოდს მიმართავს. აღსანიშნავია, პროექტებით სწავლება, რომელიც მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ და ბავშვების დიდი ინტერესითაც გამოირჩევა.
ახლახან, პედაგოგის ხელმძღვანელობით, მე-6ა კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს პროექტზე - „The USA ამერიკის შეერთებული შტატები“.
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა. მათ საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს და გამოფინეს მათ მიერ შექმნილი პოსტერები. პროექტს თან ახლდა სურათები და ვიდეომასალა.
„მადლობა მარინა მასწავლებელს და მე-6ა კლასის მოსწავლეებს ამ ლამაზ და საინტერესო პროექტისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და მასწავლებლის შემოქმედებითი მიდგომები.
იხილეთ ფოტოები: