
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლის მე-4ბ კლასის მოსწავლეებმა ნაყოფიერი ოთხი წელიწადი ღონისძიებით შეაჯამეს.
გამოსაშვები ღონისძიება მეტად საინტერესოდ წარიმართა და არაერთი საგანმანათლებლო თუ შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა.
მე-4 კლასის მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, წარმოაჩინეს თუ რამდენი რამ ისწავლეს ამ ოთხი წლის განმავლობაში და დამრიგებელი სიამაყით აავსეს.
ღონისძიება მოსწავლებისთვის მეტად ამაღლვებელი აღმოჩნდა, რადგან წელს პირველ მასწავლებელს ემშვოდობებია, მათ დამრიგებელს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
მასწავლებელმა კი საყვარელ მოსწავლეებს გზა დაულოცა და უსურვა ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა, ასახელონ მასწავლებელი, სკოლა და ქვეყენა.
სკოლაში მადლობას უხდიან მასწავლებელ თამთა გომელაურს და მის მოსწავლეებს ამ ლამაზი, შესანიშნავი ღონისძიებისთვის.
იხილეთ ფოტოები: