„მოგზაურობა რიცხვთა სამყაროში“ - შემეცნებითი მათემატიკური ღონისძიება​ ბარდნალის საჯარო სკოლაში 
10-06-2026

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში საინტერესო,  საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანი მოსწავლეებში მათემატიკისადმი ინტერესის გაღრმავება და უკვე არსებული ცოდნის წარმოჩენა იყო. 

ღონისძიება, სახელწოდებით - „მოგზაურობა რიცხვთა სამყაროში“, მათემატიკის წამყვანმა მასწავლებელმა ნანი ქარსელაძემ ჩაატარა და მასში მე-5, მე-6 და მე-8 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მრავალფეროვან შემეცნებით თამაშებში, წარმატებით წარმოაჩინეს როგორც საგნის ცოდნა, ისე ლოგიკური აზროვნება,

ეს შემეცნებითი მათემატიკური ღონისძიება გაფორმებული იყო მხატვრული ნომრებიც: ლექსით, სიმღერითა და ცეკვით.

ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექციამ მადლობა გადაუხადა მასწავლებელს და მას და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203