
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, სპორტული შეჯიბრი, რომელიც სპორტის მასწავლებლის- არტურ ასლანიანის ხელმძღვანელობით, გაიმართა.
ასევე, კლასებს შორის მოეწყო სპორტული ვიქტორინა, კითხვები, რათა თქმა უნდა, სპორტულ საკითხებს შეეხებოდა, რომლებსაც მოსწავლეებმა სამაგალითოდ უპასუხეს.
ღონისძიებას აფასებდა ჟიური, რომელიც შეჯიბრის დასრულებისთანავე აცხადებდა გამარჯვებულს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ყველა კლასმა ძალიან დიდი მონდომეთ ითამაშა.
წარმოდგენილი იყო სხვადასხვა შეჯიბრები, მოეწყო სპორტულ-გასართობი თმაშობები.
ღონისძების დასრულების შემდეგ სკოლის დირექტორმა, ლენა კარაპეტიანმა პირველ, მეორე და მესამეადგილოსან მოსწავლეებს დიპლომები გადასცა.
„ძალიან ხალისიანი და საინტერესო დღე იყო“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: