ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლა მხატვრული ლიტერატურით დასაჩუქრდა.
საჩუქარი სკოლაში უცხოეთში მცხოვრებმა ქალბატონმა ნინო შარაშიძემ გამოუგზავნა.
სკოლა მადლობას უხდის ნინო შარაშიძეს და საჩუქრისა და მოსწავლეთა გახარებისთვის.
„ეს საჩუქარი სკოლას უცხოეთში მცხოვრებმა ქალბატონმა ნინო შარაშიძემ გამოუგზავნა, გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ კეთილი გულისა და მხარდაჭერისთვის. ძვირფასია ასეთი ადამიანის თანადგომა და ძალასა და მოტივაციას გვაძლევს სიახლეებისაკენ“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ახალი საკითხავი ლიტერატურა დადებითად აისახება მოსწავლეთა მოტივაციაზე იკითხონ მეტი.